მშრალი წითელი ღვინო იწარმოება ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნისაგან ქვევრში, რომელიც მოყვანილია იმერეთში - დასავლეთ საქართველოში. იგი დამზადებულია განსაკუთრებული მეთოდით, რაც ითვალისწინებს სელექციას ვენახში, რის შემდეგ ყურძენი მარცვალ - მარცვალ გადაირჩევა მარანში და დაუზიანებელი, მთელი მარცვლები იყრება ქვევრში ალკოჰოლური დუღილისთვის. ღვინოს აქვს მუქი ბროწეულის ფერი, ხასიათდება დასამახსოვრებელი გამორჩეული ბუკეტითა და ჰარმონიული გემოთი