ჩვენ შესახებ

„საქართველოს მარანი“ უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე. უძველესი ღვინის დაყენების მეთოდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით ჩვენ ვიღებთ ღვინოს, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით.
კომპანიის პირად საკუთრებაშია 300 ჰექტარზე მეტი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში,

ხარისხი

შერჩევითი რთველის დროს საუკეთესო მტევნები მიაქვთ მარანაში, სადაც იგი კვლავ გაივლის სელექციას. ეს პროცესი არის მაღალი ხარისხის ღვინის დამზადების წინაპირობის საფუძველი. ღვინოები მზადდება საუკეთესო ქართული მეღვინეობის ტრადიციებითა და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით.
ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება და კლიმატის სხვადასხვა პირობები „საქართველოს მარანს"-ს საშუალებას აძლევს აწარმოოს მაღალი ხარისხის განმასხვავებელი ნიშნის მქონდე პროდუქტი. განსაკუთრებული მუშაობის სტილი და ასევე ღვინის განვითარება მარანში მიგვანიშნებს “ცოცხალ” ასორტიმენტზე. მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები გამუდმებით ცდილობენ გააუმჯობესონ ღვინოების ხარისხი.
ღვინის განვითარებისას ხაზი ესმევა ტრადიაციებისა და ინოვაციის ჰარმონიულ შერწყმას. ამიტომაც, ჩვენი ასორტიმენტი ასახავს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრადიციული ხელით ნაკეთობის ნაზავს.

ღვინოები

კომპანია აწარმოებს 10 ზე მეტი დასახელების ღვინოს, როგორც საქართველოს აღმოსავლეთის ნაწილიდან მოყვანილი ყურძნისგან, ასევე დავალეთიდან. ღვინის დაგემოვნებისას თქვენ შეიგრძნობთ ახალგაზრდა ღვინის ყვავილოვანი არომატებიდან დაწყებული, დაძველებული ღვინის საუკეთესო ბუკეტით დამთავრებულ გემოს, რომელიც ნამდვილად დაგამახსოვრდებათ.

მიზანი

„საქართველოს მარნი“ მიისწრაფვის, რომ შექმნას ღვინო საქართველოს საუკეთესო ვენახებიდან .
ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ ნამდვილი ქართული ღვინის ხარისხი და გემო

 

მთავარი მეღვინე - ვლადიმერ კუბლაშვილი

 

 

ქართველი მეღვინე, ღვინის ინდუსტრიაში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილებით.
„ვინაიდან წლებია ვმუშაობ ერთ-ერთ უძველეს ღვინის მწარმოებელ კომპანია „ვაჩნაძიანში“ საქართველოში, მოგზაურობა სავსე იყო შესაძლებლობებით, ახალი გამოწვევებით და ბევრი საინტერესო ნაცნობობით.
მეღვინეობის სფერომ მომცა შანსი, რომ მონაწილეობა მიმეღო მსოფლიო ღონისძიებებში, როგორიცაა გამოფენები, დეგუსტაციები და კონკურსები. მე ვიყავი და დღესაც ვარ ჟიურის წევრი, რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო ღვინის კონკურსის, როგორიცაა Mundus Vini, Concours Mondial de Bruxelles, Emozioni dal Mondo, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი, საფერავი საერთაშორისო და ა.შ. ვმუშაობ ცნობილ მეღვინეებთან და ღვინის პროფესიონალებთან.  


ვინაიდან ღვინის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, გადავწყვიტე სწავლის სფერო გამეფართოვებინა და დავამთავრე ღვინის მენეჯმენტი და მარკეტინგი INSEEC-ში. ღვინის MBA-ს სწავლის მთავარი იდეა იყო საბოლოო მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია, არსებული მოთხოვნის შესწავლა და ღვინის კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით შექმნა. დღესდღეობით შემიძლია ვთქვა, რომ უკვე 6 წელზე მეტია ვხელმძღვანელობ საერთაშორისო გაყიდვების გუნდს "ვაჩნაძიანში" და ვფიქრობ, პარტნიორ იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან კომუნიკაცია დამეხმარა, დამემზადებინა ბაზრის მოთხოვნილებებს სრულყოფილად შესაბამისი ღვინო, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და კომპანია მეღვინეობა ხარებას, რომელსაც დამსახურებული ადგილი უკავია მსოფლიო მეღვინეობის ინდუსტრიაში.